სხვა

13:31 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთმა მოიგო, ჩემპიონი ყვარელია

დასრულდა საქართველოს 2015 წლის ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში. მეოთხე ეტაპი, ბათუმის თასი, მოიგეს ბათუმის კაცთა და ფოთის გოგონათა გუნდებმა, ხოლო ოთხი ეტაპის ჯამში ჩემპიონები გახდნენ ბათუმი და ყვარლის გოგონათა გუნდი.

ბათუმის „მითის“ უპირატესობა აშკარა იყო - მათ მოიგეს ოთხივე ეტაპი - თბილისის ზღვაზე, ყვარლის ტბაზე, ურეკსა და ბათუმში. მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისის გუნდი, მესამეზე - გორი.

გოგონათა შორის შარშანდელმა ჩემპიონმა, ყვარელმა წლეულს ერთადერთი, პირველი ეტაპი მოიგო, მაგრამ დანარჩენ სამში მეორე იყო და ჯამში აჯობა ფოთის „ოქროს ვერძს“, რომელმაც ბოლო ორი, ურეკისა და ბათუმის ეტაპები მოიგო. წყალტუბომ და ბათუმმა 30-30 ქულა დააგროვეს, მაგრამ მესამე ადგილზე გავიდა წყალტუბო, რომელსაც პირად მატჩებში უკეთესი ბალანსი ჰქონდა. საერთო ჩათვლაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ის გუნდები, რომლებმაც ოთხიდან მინიმუმ ორ ეტაპზე ითამაშეს.

საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთის ამ ნაირსახეობაში წლეულს მეორედ გაიმართა. 2015 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ასაკობრივ პირველობაზე, ესპანეთში, მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო სეზონის ბოლოს კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი გველის - საქართველოს ჩემპიონი, ბათუმი, აპირებს ითამაშოს ქვიშის ხელბურთის ევროპის ჩემპიონთა თასზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართება ესპანეთში.

ქვიშის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2015

მეოთხე ეტაპი. ბათუმის თასი. ბათუმის ბულვარი, 29-31 აგვისტო

გოგონები: 1. ფოთი - 40 ქულა, 2. ყვარელი 30, 3. ბათუმი 20, 4. წყალტუბო 10

კაცები: 1. ბათუმი 70 2. ქუთაისი 60, 3. გორი 50, 3, 4. სამტრედია 40, 5. ყვარელი 30, 6. წყალტუბო 20 7. ბათუმი-2 10

--

4 ეტაპის ჯამი:

გოგონები: ყვარელი 110 ქულა, ფოთი 90, წყალტუბო 30, ბათუმი 30 (პეგასი 40, ქარიშხალა 20, მამული 10)

ყვარელი: ელენე გუბელაძე, თამთა თეთრაშვილი, ანა ფუღიაშვილი, ქეთი კუნელაშვილი, სოფო იორდანიშვილი, თინა ქიტესაშვილი, ეკა ლეშკაშელი, თამარ კუპატაძე, თამარ იორდანიშვილი

კაცები: ბათუმი 310 ქულა, ქუთაისი 230, გორი 220, ყვარელი 200, სამტრედია 180, იმედი 80, რუსთავი 70, საქ. უნივერსიტეტი 40, წყალტუბო 30 (ბათუმი-2 10)

ბათუმი: ჯონი ცერცვაძე, ზურაბ აბრამიშვილი, უჩა გამზარდია, გიორგი კობახიძე, იგორ ვინოგრადსკი, ილია გოგალაძე, რეზო ჭანტურია, გიორგი სურმავა, ომიკო ალანია

--

მესამე ეტაპი. შავი ზღვის თასი. ურეკი, 11-13 ივლისი

გოგონები: 1. ფოთი - 40, 2. ყვარელი 30, 3. წყალტუბო 20 3. ბათუმი 10

კაცები: 1. ბათუმი 90 2. გორი 80, 3, ქუთაისი 70, 4. ყვარელი 60, 5. იმედი 50 6. სამტრედია 40, 7, საქ. უნივერსიტეტი 30, 8. რუსთავი 20, 9. წყალტუბო 10

--

მეორე ეტაპი. ყვარელი, ილიას ტბა. 5-7 ივნისი

გოგონები. 1. პეგასი 40 2. ყვარელი 30 3. ქარიშხალა 20 4. მამული 10

კაცები: 1. ბათუმი 70 2. ქუთაისი 60 3. სამტრედია 50 4. ყვარელი 40 5. გორი 30 (6. ნაკრები) 7. რუსთავი 20 8. იმედი 10

--

პირველი ეტაპი. ჯინოს თასი. თბილისის ზღვა, 17-19 მაისი.

გოგონები. 1. ყვარელი 20 2. ფოთი 10 (3. ნაკრები)

კაცები. 1. ბათუმი 80 (2. ნაკრები) 3. ყვარელი 70 4. გორი 60 5. სამტრედია 50 6. ქუთაისი 40 7. რუსთავი 30 8. იმედი 20 9. საქართველოს უნივერსიტეტი 10

0.332808