ჭიდაობა

12:14 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“თავისუფლებმა” უმედლოდ დაასრულეს

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.

საქართველოს ნაკრებს 2 მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, ევროპის ჩემპიონმა ივერიკო ჯულაყიძემ (69) და მესამე პრიზიორმა ზურაბ ურთაშვილმა (100) ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრა დათმეს, შესაბამისად, ირანელ მოიტანა ოსმავანდანისთან და რუს სოსლან ხინჩაგოვთან.

სამწუხაროდ, ვერც ნაკრების სხვა წევრებმა თორნიკე ქათამაძემ (42), გიორგი ხაჩიძემ (46), თეიმურაზ ვანიშვილმა (50), ივანე გოდელაშვილმა (54), ალეკო ლომიძემ (58), თორნიკე კვინიკაძემ (63), დემურ მეგენეიშვილმა (76) და ბექა ჭელიძემ (85) შეძლეს მედლების მოპოვება.

შეგახსენებთ, რომ 4-9 აგვისტოს, სერბულ სუბოტიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ფურორი მოახდინა, როდესაც 9 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

3 კვირის შემდეგ, მსოფლიოს პირველობისათვის, ჩვენს ფალავნებს ხელმეორედ მოუწიათ წონის კლება, რამაც შედეგებზე უარყოფითად იმოქმედა.

www.wrestling.ge

0.111755