ფეხბურთი

19:55 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნორვიჩმა” კიევის “დინამოსგან” მბოკანი ინათხოვრა

კიევის “დინამომ” თავდამსხმელი დიემერსი მბოკანი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებულ “ნორვიჩ სიტიში” გაანათხოვრა.

29 წლის კონგოელი ფეხბურთელი “ნორვიჩში” ერთი წელი დარჩება და იჯარის ვადის ამოწურვის მერე, კლუბს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ ნორვიჩელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მბოკანი “დინამოში” 2013 წელს გადავიდა და 46 მატჩში 19 გოლი გაიტანა. გასული სეზონის ბოლოს, მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ კიეველთა რიგებში ცოტას თამაშობდა, რის შედეგად, მთავარ მწვრთნელ სერგეი რებროვთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მეორე გუნდში გადაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132624