ჭადრაკი

14:06 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენტ-ლუისის ტურნირი დასასრულს მიუახლოვდა

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან ( ნორვეგია) და ვიცე-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან ( ინდოეთი) ერთად მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. ასპარეზობას ქალაქი სენტ-ლუისი ( აშშ) მასპინძლობს.

ტურნირის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა. 8 ტურის შემდეგ 5,5 ქულით ლიდერობს ლევონ არონიანი, რომელიც მდევართა ოთხკაციან ჯგუფს მთელი ერთი ქულით უსწრებს.

ბოლოსწინა მერვე ტურში ყველა პარტია ყაიმით დასრულდა.

გთავაზობთ სატურნირო მდგომარეობას რვა ტურის შემდეგ:

  1. არონიანი 5,5 ქულა

2-5.ვაშიე-ლაგრავი, გირი, კარლსენი, გრიშუკი 4,5-4,5

6-7. ტოპალოვი, ნაკამურა 4-4

8-9. კარუანა-ანანდი 3-3

  1. სო--2,5

მეცხრე ტურის განრიგი:

ტოპალოვი-არონიანი

ნაკამურა-გრიშუკი

ანანდი-კარლსენი

ვაშიე-ლაგრავი-გირი

კარუანა-სო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111462