ფეხბურთი

22:25 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურიაში მომხდარ ფაქტს საპრეზიდენტო კანდიდატები გამოეხმაურნენ

gurianews-ის ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი საკუთარ კაბინეტში გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებს შეხვდა. აღნიშნულ მოლაპარაკებას ესწრებოდა სუს-ის თანამშრომელი ირაკლი ანდღულაძე.

შეხვედრაზე დასწრების უფლება ჟურნალისტებს არ მისცეს. როგორც gurianews-ს სანდო წყარომ განუცხადა შეხვედრაზე გურიის ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის გადაყენებას განიხილავდნენ.

ებრალიძემ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო კი გურიის ფედერაციის გამგეობის წევრებმა პროტესტი გამოხატეს.

გუბერნატორის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ კარს მიღმა მოლაპარაკება მხოლოდ სამუშაო პროცესი იყო. ადგილობრივი ფედერაციის გამგეობის წევრები გუბერნატორთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ, ხოლო სოსო ერქომაიშვილს მათი მიღება დაევალა. გუბერნატორის მოადგილეს გამგეობის წევრებსა და კახა ებრალიძეს შორის კომუნიკაციის დამყარება უნდა მოეხდინა.

თავად ებრალიძემ განაცხადა, რომ მას არავინ დაკავშირებია, გამგეობის წევრებზე ზეწოლა არსებობს და ეს ყელაფერი იმით აიხსნება, რომ მან ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში რევაზ არველაძეს დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ გურიაში მომხდარი ფაქტი საქმისადმი არასწორი დამოკიდებულებაა, სახელმწიფოს ჩარევა კი გუბერნატორის კაბინეტში გამართული მოლაპარაკებით ვლინდება.

ლევან კობიაშვილი საკუთარ კანდიდატურას სამშაბათს ოფიციალურად წარადგენს. ყოფილმა ფეხბურთელმა რუსთავი 2-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის ფეხბურთში სახელმწიფოს ჩარევა მიუღებელია და ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი ფაქტების თავიდან ასაშორებლად ზომები უნდა მიიღოს. კიდევ ერთი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია კობიაშვილის და არველაძის მსგავსად კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფეხბურთში სახელმწიფოს ჩარევას.

იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები დამოუკიდებლად არ გაიმართება და სახელმწიფოს ჩარევის რაიმე მცდელობას ექნება ადგილი, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანომ (ფიფა) შესაძლოა საქართველო საკუთარი ორგანიზაციიდან გარიცხოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110281