რაგბი

18:27 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მსოფლიოზე შავი და წითელი კვართით ითამაშებს

2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 18 დღით ადრე დადგა ბორჯღალოსნების სატურნირო ფორმის წარდგენის დრო. საქართველოს ნაკრები წლევანდელ ტურნირზე იასპარეზებს შავი და წითელი კვართებით, რომლებიც ბორჯღალოსანთა ეკიპირების მწარმოებლის ანდერ არმორის ‘არმორ გრიდ’ (ArmourGrid™) ტექნოლოგიითაა დამზადებული.

კვართზე გამოსახულია ბორჯღალი, მსოფლიო თასის ლოგო და მწარმოებლის ნიშანი, ხოლო ძველი ქართული მხედრული ლეგენდის თანახმად, ზურგზე ამოქარგულია ვაზი. ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით დამზადებული მაისური საკმაოდ მჩატეა და მეტოქისთვის მასზე ჩაჭიდება რთულია. გარდა ამისა კვართზე დამატებულია სარაგბო სამყაროში უკვე ფართოდ გავრცელებული ფუნქციონალური, ჟელესებრი პანელები, რომლებიც ბურთის შეჭიდებას უწყობს ხელს.

სათამაშო ფორმის საპრეზენტაციო ფოტოსესიაში ბორჯღალოსნებმა, მამუკა გორგოძემ, ლაშა ხმალაძემ, დავით კაჭარავამ და ლაშა ლომიძემ ინგლისში გამგზავრებამდე მიიღეს მონაწილეობა.

აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ‘კიკალას სტუდიოს’, მამუკა კიკალიშვილს და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო ლაივს (LIVE Branding) ფოტო-სესიის ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის.

აქვე გაცნობებთ, რომ მსოფლიო თასზე ტონგასთან (19 სექტემბერი) და არგენტინასთან (25 სექტემბერი) ჩენი ნაკრები შავი კვართებით ითამაშებს, ხოლო ახალ ზელანდიას (2 ოქტომბერი) და ნამიბიას (7 ოქტომბერი) ბორჯღალოსნები წითელი კვარტებით დაუპირისპირდებიან. ქომაგებს (ინგლისში წამსვლელებს და საქართველოში დამრჩენებს) გთხოვთ, რომ გაითვალისწინოთ და მათაშის დღეს შესაბამისი ფერის საქომაგო ატრიბუტიკით შეიმოსოთ.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113358