რაგბი

17:35 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეიტინგზე ერთი თამაში აისახა

შაბათს “ავივაზე” უელსთან 10:16 მარცხი, ირლანდიას მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში მეორე ადგილის დაკარგვად დაუჯდა. ახლა ახალი ზელანდიის მდევარი, რომელიც პირველ ადგილს 2009 წლის ნოემბრიდან იკავებს, ავსტრალიაა და ის ლიდერს 6-ზე მეტი ქულით ჩამორჩება.

სამი კვირის წინ კელტებმა უელსი კარდიფში დაამარცხეს და იმედი ჰქონდათ, რომ იგივეს საკუთარ მოედანზეც გაიმეორებდნენ, მაგრამ შინაურ არენაზე პოლ ოკონელის ბოლო მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. ანგარიში სტუმრებმა ჰალფპენის ჯარიმით გახსნეს და მანვე ტიპურიკის ლელო ზუსტად გარდასახა - 10:0. ჯონათან სექსტონმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ზედ შესვენების წინ ჰენდერსონის ლელო სექსტონმა გარდასახა და ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ქულა ვეღარ აიღეს, უელსი კარგად იცავდა თავს, 63-ე და 70-ე წუთებზე ჰალფპენიმ ჯარიმები 6 ქულად აქცია და “დრაკონებს” ფსიქილოგიური და სარეიტინგო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ირლანდიელებს ბოლო წამებზე გამარჯვების მოპოვება მაინც შეეძლოთ, ძელებსშუა ჩათვლის მოედნის ხაზი გადალახეს, მაგრამ უელსელებმა ბურთის დამიწების საშუალება არ მისცეს და ეს ტელერეფერიმ დაადასტურა. შედეგად, ირლანდიელთა დაკარგული 1,7 სარეიტინგო ქულა, უელსმა ჩაიწერა და უკან მოიტოვა მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე თავისი მეტოქე, მასპინძელი ინგლისის ნაკრები.

შოტლანდიამ მსოფლიო თასის წინ მნიშვნელოვანი იმპულსი მიიღო და იტალიაში მოპოვებული მძიმე გამარჯვების შემდეგ, “აძურა” “მარიფილდზე” 48:7 გაანადგურა. სქოთებმა 6 ლელო გაიტანეს, 0,3 სარეიტინგო ქულა მიიღეს და მე-10 ადგილზე პოზიციები გაიმყარეს. მარცხმა და ქულების მცირედით შემცირებამ იტალიას მე-15 ადგილი ვერ დააკარგვინა. იაპონიამ ურუგვაის ერთ კვირაში მეორედ აჯობა, ამჯერად 40:0, მაგრამ მისი შედეგი რეიტინგზე არ ასახულა.

კიდევ რამდენიმე თამაში ტესტ-მატჩების ეგიდს არ ატარებდა და შესაბამისად, მათი შედეგები ანგარიშზე არ ასუხა, როგორც ქართველთა რეიტინგზე არ აისახა ნიუკასლთან 7:27 მარცხი. ამ დღეს მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ქართველთა მეტოქე ტონგა, ინგლისის პირველი ლიგის ნოტინგემს შეხვდა და მეტოქე 69:14 დაამარცხა. სამოას ნაკრები ლონდონში ეომა ბარბაროსებს და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ 3 ქულით დამარცხდა - 24:27. ქართველთა მომავალი მეტოქე ამხანაგურ მატჩში კანადის ნაკრები, გლაზგო უორიორსს ეთამაშა და შოტლანდიურ კლუბს 19:12 სძლია. ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ინგლისის პრემიერ შიპის ჰარლექუინსს ფილადელფიაში უმასპინძლა და 19:24 დამარცხდა.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი 31 აგვისტოსთვი

1 (1). ახალი ზელანდია 92,89

2 (3). ავსტრალია 86,67

3 (2). ირლანდია 85,19

4 (4). სამხრეთ აფრიკა 85,15

5 (6). უელსი 84,63

6 (5). ინგლისი 84,24

7 (7). საფრანგეთი 80,90

8 (8). არგენტინა 78,39

9 (9). ფიჯი 77,04

10 (10). შოტლანდია 76,10

11 (11). ტონგა 75,25

12 (12). სამოა 75,14

13 (13). საქართველო 72,16

14 (14). იაპონია 71,15

15 (15). იტალია 70,53

16 (16). აშშ 70,36

17 (17). რუმინეთი 66,73

18 (18). კანადა 63,28

19 (19). ურუგვაი 62,11

20 (20). ნამიბია 61,85

21 (21). ესპანეთი 61,54

22 (22). რუსეთი 61,10

23 (23). ჩილე 57,34

24 (24). ჰონკონგი 57,31

25 (25). კორეა 56,70

26 (26). ბელგია 56,47

27 (27). ზიმბაბვე 56,16

28 (28). კენია 55,89

29 (29). პორტუგალია 55,72

30 (30). გერმანია 54,78

31 (31). უკრაინა 54,07

32 (32). მოლდოვა 53,69

33 (33). ჰოლანდია 51,86

...

0.114543