რაგბი

13:31 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურ პრეზენტაციამდე - საქართველოს ნაკრების სათამაშო ფორმა მსოფლიო თასზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების იმ ფორმის ოფიციალურ პრეზენტაციას, რომლითაც "ბორჯღალოსნები” ინგლისსა და უელსში სექტემბერ-ოქტომბერში 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ, საქართველოს რაგბის კავშირი უახლოეს დღეებში გეგმავს.

მანამდე, უცხოურ ინტერნეტ-გვერდებზე უკვე გამოჩნდა ოცივე მონაწილე გუნდის სათამაშო ფორმის სურათები და რაღა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოს ნაკრებისაც. წითლით გაწყობილი შავი მაისური სპორტული ეკიპირების მსოფლიოში ცნობილმა მწარმოებელმა ფირმამ Uნდერ Aრმოურ-მა დაამზადა და “ბორჯღალოსნები” მას პირველად 19 სექტემბერს, ტონგასთან მატჩში მოირგებენ.

ნაკრების წევრებს მკერდზე ტრადიციულად ბორჯღალი ექნებათ გამოსახული, ხოლო ზურგზე, ნომრის ზევით, კისერთან, ვაზის ლერწამი. იმედია, ახალი ფორმა საქართველოს ნაკრებისთვის იღბლის მომტანი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142556