თამაშგარე

12:27 | 31.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რა შესთავაზეს როსიო განსედოს?

არგენტინელი მოდელი და არაერთი სპორტსმენის ყოფილი საყვარელი, როსიო განსედო, როგორც თავად ამბობს, ნამეტანავად დაღალა “სიყვითლემ” და გადაწყვიტა სამოდელო საქმეს საბოლოოდ დაანებოს თავი და არც მეტი, არც ნაკლები, თავი ათასვაებაგამოვლილ არგენტინის პოლიტიკაში ამოყოს.

იმის გამო, რომ როსიო განსედო არამხოლოდ არგენტინაში, პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში ცნობილი და თითით საჩვენებელი ქალია, მისი პერსონით უკვე დაინტერესდნენ არგენტინის პოლიტიკური პარტიები და როგორც ლათინოამერიკული მედია იუწყება, არგენტინელ მოდელს ამ კუთხით შეთავაზებები არ აკლია.

სხვათა შორის, როსიო განსედოს შეთავაზებები ადრეც ბლომად ჰქონდა, ოღონდ სულ სხვანაირი შეთავაზებები, მაგრამ ეს ის დრო იყო, როდესაც გივი სიხარულიძე ჯერ კიდევ ჯეელი ყმაწვილი იყო და სხვები თუ ოკენისგაღამა მოქმედებდნენ, იგი იბერიის მიწაზე აკეთებდა თავის შეთავაზებებს. განსედო კი არჩევს შეთავაზებებიდან საუკეთესოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140583