ჩოგბურთი

21:40 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვა: “შემიძლია სერენა დავამარცხო”

2015 წელს მსოფლიოს ნომერმა პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა 47 მატჩი მოიგო და მხოლოდ ორი წააგო. უილიამსი პეტრა კვიტოვასთან მადრიდში დამარხდა და მეორე მატჩი ტორონტოში ბელინდა ბენჩიჩთან წააგო. 2015 წელს უმცროსმა უილიამსმა წლის სამი დიდი სლემის ტიტული მოიპოვა და შეეცდება “ამერიკის ღია პირველობაც” მოიგოს და 4 “დიდი სლემი” შეასრულოს, რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს მეხუთე ჩოგბურთელს პეტრა კვიტოვას მადრიდში სერენასთან დაპირისპირებაზე ჰკითხეს.

“თუ გინდა სერენა დაამარცხო, პირველ რიგში უნდა ირწმუნო, რომ შენ ამას შეძლებ. მნიშვნელოვნია, რომ შესაძლებლობა გქონდეს რასაც დაგეგმავ ტექნიკურად შეასრულო. როცა სერენა ცუდად თამაშობს, ის მაშინაც გასაოცარია. მისმა მეტოქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ სერენას უგებენ, მოშვების უფლება არ აქვთ, რადგან უმცროს უილიამს ნებისმიერი ანგარიშის შემოტრიალება შეუძლია.

“ამერიკის ღია პირველობა” 31 აგვისტოს იწყება, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი სერენა უილიამსია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117648