ჭადრაკი

12:00 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენტ-ლუისში ისევ ორხელისუფლებიანობაა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ვაჟ მოჭ ადრაკეთა დიდი საერთაშორისოტურნირი,რომელსაც ქალაქი სენტ-ლუისი (აშშ) მასპინძლობს. სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი მოჭადრაკეებიდან, რომლებიც ერთმანეთს ხვდებოდნენ, გამარჯვება ვერავინ მოახერხა. ყაიმის შემდეგ კარლსენმა და არონიანმა ლიდერობა შეინარჩუნეს.ჩავარდნა აქვს ყოფილ ერთპიროვნულ ლიდერ ტოპალოვს.ბულგარელმა დიდოსტატმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილის შუამდე ჩამოქვეითდა.ჯერჯერობით გამარჯვების გარეშე თამაშობს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ანანდი. ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მეოთხე ყაიმი გააკეთა და ორი ქულით ერთ-ერთი აუტსაიდერია.

VI ტურის ტექნიკური შედეგები

გრიშუკი-კარუანა 1-0

ვაშიე-ლაგრავი-ტოპალოვი 1-0

გირი -ანანდი 0,5-0,5

სო-ნაკამურა 0-1

არონიანი-კარლსენი 0,5-0,5

VII ტურის შეხვედრათა განრიგი:

კარლსენი-გრიშუკი

ნაკამურა-არონიანი

ანანდი-სო

ტოპალოვი-გირი

კარუანა -ვაშიე-ლაგრავი

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:

1-2. კალსენი-არონიანი 4-4 ქულა

3-5. გირი, ნაკამურა, ვაშიე-ლაგრავი 3,5-3,5

6-7. ტოპალოვი-გრიშუკი 3-3

8-9. ანანდი-კარუანა 2-2

  1. სო-1,5
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112446