ძიუდო

17:42 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილის ბრინჯაოს გვირგვინი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა. ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ბრინჯაოს, დღეს იგივე სინჯის მედალი ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) მიამატა.

ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა სეზონის ოქროს დუბლის შესრულების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, იაპონელ რიუ შიჩინოესთან წაგებით. იქამდე ოქრუაშვილმა ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატი პოლონელ მაციეჟ სარნაცკისთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს ვაზარით აჯობა. მერვედფინალში ჩეხი მიხალ ჰორაკი 3 წუთსა და 38 წამში გააკრა ტატამს. მეოთხედფინალში კი გერმანელი სვენ ჰაინლეს ბეჭებზე დასაგდებად 3 წამით მეტი დასჭირდა.

რეპეშაჟის ფინალში ოქრუაშვილი გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს შეხვდა და პოდიუმის მესამე საფეხურზე ვაზარით ავიდა, რითაც 200 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

დღესვე, +100 კილოგრამის მსოფლიო კონკურენციაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი ჩაერთო და პირველსავე შეხვედრაში, კუბელ ალექს გარსია მენდოზასთან უილეთო ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

მამაკაცთა არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 113 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა.

ხვალ კი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება და მამაკაცთა შორის კონკურენციაში 14 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება. საქართველო შეჯიბრებას ტუნისთან დაპირისპირებით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ძიუდოისტები მონღოლეთსა და კუბას შორის საუკეთესოს დაეჭიდებიან, ხოლო ნახევარფინალში – რუსეთს, საფრანგეთს ან სამხრეთ კორეას.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით დილის რვა საათიდან დაიწყება.

ძიუდო

მსოფლიო ჩემპიონატი

ასტანა. ყაზახეთი

24-29 აგვისტო

მამაკაცები

60 კგ

1 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)

2 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

66 კგ

1 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

2 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

3 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)

3 გოლან პოლაკი (ისრაელი)

73 კგ

1 შოჰეი ონო (იაპონია)

2 რიკი ნაკაია (იაპონია)

3 ნიამ ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

81 კგ

1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

3 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)

3 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)

5 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

90 კგ

1 დონგ ჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)

2 კირილ დენისოვი (რუსეთი)

3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 მაშუ ბეიკერი (იაპონია)

5 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

100 კგ

1 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

2 კარლ-რიჩარდ ფრეი (გერმანია)

3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 რიუ შიჩინოე (იაპონია)

3 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

3 იაკივ ხამო (უკრაინა)

ქალები

48 კგ

1 პაულა პარეტო (არგენტინა)

2 ჰარუნა ასამი (იაპონია)

3 ბო კიონგ იონგი (სამხრეთ კორეა)

3 ამი კონდო (იაპონია)

52 კგ

1 მისატო ნაკამურა (იაპონია)

2 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

3 დარია სკრიპნიკი (ბელარუსი)

57 კგ

1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)

2 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)

3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)

3 სუმია დორჟსურენი (მონღოლეთი)

63 კგ

1 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

2 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

3 მიკუ ტაშირო (იაპონია)

3 მუნხჟაია ცედევსურენი (მონღოლეთი)

70 კგ

1 ჟერვის ემანე (საფრანგეთი)

2 მარია ბერნაბეუ (ესპანეთი)

3 იური ალვეარი (კოლუმბია)

3 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

78 კგ

1 მამი უმეკი (იაპონია)

2 ანამარი ველენსეკი (სლოვენია)

3 ლუიზ მალზანი (გერმანია)

3 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)

+78 კგ

1 სონგ იუ (ჩინეთი)

2 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)

3 იდალის ორტიზი (კუბა)

3 კანაე იამაბე (იაპონია)

გუნდური ჩათვლა. მამაკაცები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 3 2 2 0 0

2 სამხრეთ კორეა 2 0 2 2 1

3 საფრანგეთი 1 1 0 1 0

3 ყაზახეთი 1 1 0 1 0

5 რუსეთი 0 2 0 0 0

6 გერმანია 0 1 1 1 4

7 საქართველო 0 0 2 2 0

8 მონღოლეთი 0 0 1 3 1

9 ბრაზილია 0 0 1 1 0

10 ისრაელი 0 0 1 0 1

10 უზბეკეთი 0 0 1 0 1

0.115209