ძიუდო

12:50 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრუაშვილი ოქროსთან ორ ნაბიჯში

ევროპის მოქმედ ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილს (+100 კგ) სეზონის ოქროს დუბლს ორი შეხვედრის მოგება აშორებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმძიმესმა წევრმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც იაპონელ რიუ შიჩინოეს დაუპირისპირდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ფრანგი ტედი რინერი და სამხრეთკორეელი სუნგ-მინ კიმი იბრძოლებენ.

ოქრუაშვილმა მსოფლიო პირველობა პოლონელ მაციეჟ სარნაცკისთან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს ვაზარით აჯობა. მერვედფინალში ჩეხი მიხალ ჰორაკი 3 წუთსა და 38 წამში გააკრა ტატამს. მეოთხედფინალში კი გერმანელი სვენ ჰაინლეს ბეჭებზე დასაგდებად 3 წამით მეტი დასჭირდა.

დღესვე, +100 კილოგრამის მსოფლიო კონკურენციაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი ჩაერთო და პირველსავე შეხვედრაში, კუბელ ალექს გარსია მენდოზასთან უილეთო ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით დამარცხდა.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 15:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120081