ფეხბურთი

15:26 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" მელოს ტრანსფერი ჩაეშალა

სტამბოლის "გალათასარაის" ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე მელო "ლომების" რიგებში 2019 წლამდე დარჩება. ამის შესახებ "გალას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 32 წლის ნახევარმცველს ძველი ხელშეკრულება გაისად ეწურებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფელიპეს შეძენას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მილანის "ინტერი" აქტიურად ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ, სამხრეთამერიკელი თურქეთში დარჩა.

"გალათასარაიში" გადასვლამდე ფელიპე მელო ტურინის "იუვენტუსის", ფლორენციის "ფიორენიტნას", ესპანური "ალმერიას", სანტანდერის "რასინგისა" და "მალიორკას" რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114815