საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამ" სეზონის ოფიციალურ დაწყებამდე ახალწვეულები წარადგინა. შიდაქართლური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელებს მაისურები მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა, მმართველმა დირექტორმა გიორგი ტუღუშმა და დირექტორის მოადგილემ ალბერტ საყვარელიძემ გადასცეს.
"დილას" ახალწვეულთა სია შემდეგნაირია:
12 - ალექსი შევჩენკო (კიევის" დინამოდან")
30 - მიხეილ მუჯრიშვილი ("სამტრედიიდან")
16 - დავით კვირკველია ("სამტრედიიდან")
21 - თეიმურაზ ღონღაძე ("ჩიხურადან")
88 - გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო")
3 - გიორგი პაპავა ("ნეა სალამინა")
90 - მათე კვირკვია ("ზესტაფონიდან")
8 - გიორგი ილურიძე ("ზესტაფონიდან")
99 - ოთარ მარცვალაძე ("ტოსნოდან")
14 - ისლამ მაშუკოვი ("სკა ენერგიადან")
11 - ლევან ნონიკაშვილი ("დილას" დუბლებიდან)
თავის მხრივ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა სოსიაშვილმა გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს გადაუხდა მადლობა და დასძინა, რომ მათ გერეშე "დილას" ჩემპიონობა გაუჭირდებოდა. გორელთა რიგები შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს:
ომარ მიგინეიშვილი, გიორგი სომხიშვილი, ლაშა ჯაფარიძე, სლავკო მარიჩი, გიორგი სეთურიძე, ლუკა რაზმაძე, თენგო წიქარიძე, ნიკა კვესკვერი, გიორგი თექთურმანიძე, მიხეილ გორელიშვილი.





