ნამეტნავად დიდ შარშია გახვეული 22 წლის კოლუმბიელი ქალი ფეხბურთელი, ხულიანა ლოპეს სარასოლა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩინელმა სამართალდამცველებმა აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ხულიანას ჩინეთში დიდი რაოდენობით კოკაინი შეჰქონდა.
როგორც იცით, ჩინეთში სიკვდილით დასჯა ძველებურად მოქმედებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ქვეყანაში შეტანაზე სასჯელი სიკვდილით დასჯაა. როგორც კოლუმბიელი მობურთალი აცხადებს, ნარკოტიკები მას არ ეკუთვნოდა, მაგრამ ჩინეთის პოლიციის მოტყუება ეგრე ადვილი როდია...
ერთი სიტყვით, ახალგაზრდა კოლიუმბიელ ფეხბურთელ გოგონას სიკვდილით დასჯა ემუქრება და მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაული მართლაც უმძიმესია, შეუძლებელია თავად სიკვდილით დასჯის ალბათობის ფაქტმა არც შეგაშფოთოს. სიკვდილით დასჯა ხომ თვით რუსეთისთანა საზარელ ქვეყანაშიც კი გაუქმდა...







