ფეხბურთი

13:57 | 12.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ზვიად სიჭინავამ ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა"

სპორტის მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას გადადგომის გადაწყვეტილებას სწორს უწოდებს.

ხეჩიკაშვილის თქმით, ზვიად სიჭინავამ ორიგინალური და ამავე დროს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ბატონი ზვიადი ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდა, ამ ეტაპზეც ძალიან ორიგინალური ნაბიჯი გადადგა. ეს მის სტილშია, სიჭინავამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. საფეხბურთო საზოგადოებამ ახლა უნდა გააანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია კარს მომდგარი არჩევნები",- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტის 6 წლიანი მუშაობის შეფასებას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, მისი შეფასებისგან თავს იკავებს. "სიჭინავას ისტორია შეაფასებს, ძალიან ადრე დაიწყეთ შეფასებებზე საუბარი", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა. http://pia.ge/
0.114598