ფეხბურთი

18:15 | 11.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "ზლატანი "გალათასარაის" სამიზნეა"

საფრანგეთის ჩემპიონ "პარი სენ ჟერმენის" შვედი ლიდერის ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა სტამბოლის "გალათასარაის" სურს. აღნიშნული ინფორმაცია 33 წლის სკანდინავიელის აგენტმა მინო რაიოლამ დაადასტურა.

"დიახ, "გალათასარაის" იგი აინტერესებს. არაოფიციალური შეთავაზება მივიღე, მათ პსჟ-ს მიმართეს", - ამბობს რაიოლა.

ზლატანს პარიზულ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. გუნდის შესაძლო გამოცვლის თაობაზე იბრაჰიმოვიჩის შესახებ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ცნობა ხშირად ვრცელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113848