კალათბურთი

20:43 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დალასმა” ტუნისელი ცენტრი დაიმატა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” 29 წლის ტუნისელი ცენტრი სალა მეჯრი (216 სმ) დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარებმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ტუნისელმა ცენტრი განვლილ სეზონში “რეალის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ მატჩში 4.4 ქულას და 2.3 მოხსნას აკეთებდა. წელს მეჯრი “სამეფო კლუბთან” ერთად ევროლიგის გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება მეჯრის, როგორც ზაზას კონკურენტი, რთულია ტუნისელი ფაჩულიას კონკურენტად აღვიქვათ სასტარტო ხუთეულში მოსახვერად. მეჯრი “რეალში” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა და სავარაუდოდ “დალასშიც” ასე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113182