ფეხბურთი

19:59 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასტორი "ფიორენტინაში" ითამაშებს

იტალიის ნაკრებისა და აწ უკვე "რომას" ყოფილი ფეხბურთელი დავიდე ასტორი დამდეგი სეზონიდან ფლორენციის "ფიორენტინას" რიგებში ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა "სქაი სპორტი" წერს. წყაროს ცნობით, ფლორენციული კლუბი და სარდინიული "კალიარი" მცველის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ, რომელმაც 5 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შეადგინა.

დავიდე ასტორიმ გასული სეზონი იჯარის წესით დედაქალაქურ "რომაში" გაატარა, რომლის რიგებშიც 28 წლის იტალიელმა 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109185