ჩოგბურთი

19:49 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ნახევარფინალშია

14-გზის დიდი სლემის ჩემპიონი ესპანელი რაფაელ ნადალი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე German Open-ის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

რაფაელმა მეოთხედფინალში ურუგვაელ პაბლო კუევასს 6:3, 6:2 მოუგო. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა. ურუგვაელს 2 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მალიორკელმა 5 ბრეიკი შეასრულა კუევასმა მხოლოდ ერთი.

ტურნირის ნახევარფინალში ნადალის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი იტალიელი ანდრეას სეპი იქნება.

german Open-ის საპრიზო ფონდი 1 190 700 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ნადალს აღნიშნული ტურნირის კარიერაში ერთხელ, 2008 წელს აქვს მოგებული.

0.138502