ფეხბურთი

19:19 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგმა "დორტმუნდთან" გაახანგრძლივა

გერმანულმა "დორტმუნდმა" გაბონელ თავდამსხმელ პიერ ემერიკ ობამეიანგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ამის შესახებ "ბორუსიას" ვებგვერდი იუწყება. ახალი ხელშეკრულების თანახმად აფრიკელი ფორვარდი "სიგნალ იდუნა პარკზე" 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. მის კონტრაქტს ყავლი 2018 წელს გასდიოდა.

გასულ სეზონში ობამეიანგმა, რომელიც "დორტმუნდს" 2013 წელს "სენტ ეტიენიდან" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114486