სხვა

18:11 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგების პირველი ოქრო სპორტულ ტანვარჯიშში

სპორტულ ტანვარჯიშში, თბილისი 2015-ის ფარგლებში, ფრანგი მარინე ბოიერი 14.275 ქულით ბჯენითი ხტომების ჩემპიონი გახდა და პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ბჯენითი ხტომების ფინალის ლიდერები რუსი დარია სკრიპნიკი და ფრანგი მარინე ბოიერი იყვნენ. მარინე ბოიერმა დარია სკრიპნიკი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა და 14.275 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ვერცხლის მედალი, 14.100 ქულით დარია სკრიპნიკს ერგო, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი, 14.000 ქულით რუსი ელენა ერიომინა გახდა.

გამარჯვებულები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დააჯილდოვა.

www.tbilisi2015.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11067