ჭადრაკი

17:44 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გარი კასპაროვი სპორტსაზოგადოება "სპარტაკიდან" გარიცხეს

ცნობილი მოჭადრაკე, რუსეთის ყოფილი მოქალაქე, მსოფლიოსა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული გარი კასპაროვი, რომელიც წლების განმავლობაში რუსული სპორტსაზოგადოება "სპარტაკის" წევრი იყო, აღნიშნული ორგანიზაციიდან გარიცხეს და სპორტსაზოგადოების საპატიო წევრთა სიიდანაც ამოიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საჭადრაკო საიტი "ჩესნიუსი" ავრცელებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კასპაროვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:"თუ პუტინის ლაქიებს სურთ ჩემი სახელი საბჭოთა რუსეთის რეკორდების წიგნებიდან ამოიღონ, ამისთვის მათ დიდი ხნის მუშაობა მოუწევთ."

შეგახსენებთ, რომ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ კასპაროვი პოლიტიკურ მოღვაწეობას შეუდგა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ოპოზიციონერი გახდა. პუტინისაგან შევიწროებული კასპაროვი იძულებული გახდა რუსეთი დეტოვებინა და ხორვატიის მოქალაქე გამხდარიყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111899