კალათბურთი

16:43 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძლები 7-8 ადგილებისათვის იბრძოლებენ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის მონაწილე ვაჟ კალათბურთელთა შორის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მედლებისათვის ბრძოლას ბოსნია-ჰერცოგოვინა, ლატვია (ა ჯგუფი), ესპანეთი და გერმანია (ბ ჯგუფი) განაგრძობენ, ხოლო საქართველო, თურქეთი (ა ჯგუფი), სერბეთი, იტალია (ბ ჯგუფი) 5-8 ადგილებისათვის იბრძვიან.

დღეს, სარბიელზე პირველები საქართველოსა და იტალიის ნაკრები გუნდები გავიდნენ. მასპინძელთა მიერ ჩატარებული დღევანდელი შეხვედრა ტყუპისცალივით ჰგავდა მათ მიერ გამართულ ბოლო ორ მატჩს. წინამორბედების მსგავსად საქართველომ ეს შეხვედრაც კარგად დაიყო და პირველი მეოთხედის შემდეგ 6 ქულის სხვაობით 18:12 დაწინაურდა. სამწუხაროდ, მასპინძლებმა ვერც ამ შეხვედრაში შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარუნება. დამარცხდნენ 58:66 და ხვალ მეშვიდე ადგილისათვის ბრძოლაში თურქეთი-სერბეთს შორის ხელმოცარულ გუნდს შეხვდებიან.

დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გოგა ბითაძე, რომლის ანგარიშზე 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასია.

სტუმართა შორის ყველაზე მეტი 20 ქულა უკანახაზელმა ფედერიკო ზამპინიმ მიითვალა.

საქართველო - იტალია 58:66 (18:12, 15:17, 9:16, 16:21)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127209