სხვა

16:18 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადას უმასპინძლებს

CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი იქნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ტომაშ ბახმა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში მიმდინარე რიგით 128-ე სესიაზე პეკინი ზამთრის თამაშების მასპინძლად უკვე დაასახელა.

ჩინეთის ქალაქმა მთავარ კონკურენტ ყაზახეთის ქალაქ ალმათის აჯობა. პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელმაც ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა შეძლო. 2008 წელს პეკინმა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111244