ფეხბურთი

15:07 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო მწვრთნელებში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

ფეხბურთში გასამრჯელოს საკითხი გადამწყვეტ თუ არა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს რომ თამაშობს, უკვე ცნობილი ამბავია.

საინტერესო იქნება ვნახოთ იმ მწვრთნელების საუკეთესო ათეული, რომლებმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში (2004-2014 წლებში) ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს. ჩამონათვალში მხოლოდ საკლუბო ასპარეზზე მოღვაწე სპეციალისტები არიან და იგი არ ეხება სანაკრებო დონეზე მომუშავე მწვრთნელებს.

2004 წლიდან ყველაზე მეტი თანხა პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ გამოიმუშავა, ვისაც აქამდე 903 მილიონი ევრო აქვს აღებული. მეორე ადგილზე იტალიელი კარლო ანჩელოტია 881 მილიონით, ხოლო მესამე პოზიციას რობერტო მანჩინი იკავებს - 667 მილიონი.

გთავაზობთ პირველ ათეულს:

ჟოზე მოურინიო - 903 მილიონი ევრო (16 მოგებული ტიტული)

კარლო ანჩელოტი - 881 მილიონი (12 ტიტული)

რობერტო მანჩინი - 667 მილიონი (7 ტიტული)

მანულ პელეგრინი - 645 მილიონი (2 ტიტული)

ალექს ფერგიუსონი - 465 მილიონი (14 ტიტული)

არსენ ვენგერი - 428 მილიონი (4 ტიტული)

პეპ გვარდიოლა - 391 მილიონი (19 ტიტული)

დიეგო სიმეონე - 246 მილიონი (6 ტიტული)

ლუის ვან გაალი - 240 მილიონი (3 ტიტული)

იურგენ კლოპი - 181 მილიონი (6 ტიტული)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115236