კალათბურთი

14:29 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

Red Bull King of the Rock საქართველოში წელს უკვე მეოთხედ გაიმართება
2 აგვისტო 16:00 – 21:00 - მეტეხის ხიდი - Red Bull King of the Rock საქართველოს ფინალი

ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატი - Red Bull King of the Rock საქართველოში წელს უკვე მეოთხედ გაიმართება. შესარჩევი ტურები უკვე ჩატარდა 13 ივნისს ქუთაისში (დასავლეთ საქართველოს ტური), 26 ივლისს კი თბილისში (აღმოსავლეთ საქართველოს ტური), საქართველოს ფინალი კი 2 აგვისტოს თბილისში, მეტეხის ხიდზე გაიმართება.

შეჯიბრში ერთმანეთს 64 მონაწილე შეხვდება; ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც მსოფლიო ფინალზე თურქეთში - 2014 წლის გამარჯვებული სპორტსმენის ქივანჩ დინლერის სამშობლოში გაემგზავრება. ქართველი ფინალისტი პირველი ადგილისთვის 29 აგვისტოს სტამბულში მსოფლიოს 23 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს.

Red Bull King of the Rock - ერთი-ერთზე ქუჩის კალათბურთის (სთრითბოლი) ჩემპიონატი მსოფლიოში პირველად 2010 წელს გაიმართა. ტურნირის იდეის ავტორია რაჟან რონდო - NBA-ს ვარსკვლავი და „ბოსტონ სელტიქს“-ის მოთამაშე.

საქართველოში ჩემპიონატი პირველად 2012 წელს მეტეხის ხიდზე ჩატარდა და მასში 21 წლის კალათბურთელმა ვატო თევზაძემ, 2013-2014 წლებში კი რაბათის ციხეში გამართულ ფინალებზე ვახტანგ ქადარიამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს 23 წლის ქადარია მეოთხედფინალში გავიდა, შარშან კიმსოფლიო ფინალზე მან მოქმედი ჩემპიონი ტერონ ვილიამსი დაამარცხა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

შეჯიბრი იმით გამოირჩევა, რომ მისი ფინალი ყველაზე ცნობილი ამერიკული ციხის - ალკატრასის (Alcatraz) ეზოში ტარდებოდა, რომელიც ასევე „კლდის“ სახელითაა ცნობილი. შარშან მსოფლიო ფინალი აზიის ტერიტორიაზე, ტაივანის კუნძულ სამასანაზე გადავიდა, წელს კი 32 ფინალისტი The King of the Rock –ჩემპიონის ტიტულისთვის თურქეთში, 2014 წლის ჩემპიონის სამშობლოში იბრძოლებენ.

„კლდის მეფეები: 2010 - Isaiah „Clutch“ Bowman; 2011-2012 - „Baby Shaq”; 2013 - Tarron “The Beast” Williams; 2014 - Kivanç Dinler.

32 მონაწილე 23 ქვეყნიდან: საქართველო, ანგოლა, არგენტინა, ბელორუსია, საფრანგეთი, იტალია, ყაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, მალტა, მექსიკა, მოლდავეთი, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი,ტუნისი,აშშ., ტაივანი, ჰონკონგი, იაპონია, იორდანია.

ფინალში ავტომატურად გადავლენ წინა წლების გამარჯვებულები და რამდენიმე სპორტსმენი wild card-ის მეშვეობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166171