ჭადრაკი

0:04 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე ვადაზე ადრე გაჩემპიონდა

საქართველოს 20-წლამდე მოჭადრაკეთა ჩემპიონატის ვაჟთა ტურნირში ბოლო ტურის წინ პირველობა გაინაღდა ირაკლი ბერაძემ (2375). ის პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და შეჯიბრი საკმაოდ იოლად მოიგო.

ბოლოსწინა ტურში ბერაძემ თეთრი ფიგურებით ლუკა ობოლაძე (1982) დაამარცხა და 8 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა. მის უახლოეს მდევარ ნიკა ღვამბერიას აქტივში 6.0 ქულაა.

მიზანთან ახლოს არის ნინო ხომერიკიც (2244), რომელმაც გოგონათა ტურნირში 7.0 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე მყოფ ანა კუჭავას (2101) ქულით უსწრებს.

ამ უკანასკნელმა ნანი უნაფქოშვილს (2062) შავებით სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით გადაუსწრო. თავის მხრივ, ხომერიკმა ასევე შავი ფიგურებით ლიკა კობეშავიძე (1877) დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125273