ჩოგბურთი

22:25 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიას მარცხი გერმანიაში

გერმანიის ქალაქ ჰორბში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია, სოფო ქვაცაბაიას გარეშე გაგრძელდება.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში იყო გასული, სადაც რუს ანასტასია პრიბილოვას გაეჯიბრა და 3:6, 6:7 (4:7) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტურნირს ეკატერინე გორგოძე გამოეთიშა. მან პირველ წრეში ბულგარელ ისაბელა შინიკოვასთან 4:6, 6:4, 6:7 (3:7) წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129646