ჩოგბურთი

21:31 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მეოთხედფინალშია

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე “German Open”-ის 1/8-ფინალში რაფაელ ნადალმა ჩეხ ირჟი ვესელს 6:4, 7:6 სძლია. ნადალს შეხვედრის მოსაგებად 2 საათი და 12 წუთი დასჭირდა.

რაფაელმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერც ერთი ეისის ჩაწოდება ვერ შეძლო, ჩეხს 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ტურნირის მეოთხედფინალში რაფაელის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ურუგვაელი პაბლო კუევასი იქნება.

“German Open”-ის საპრიზო ფონდი 1 190 700 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ნადალი აღნიშნული ტურნირი კარიერაში ერთხელ 2008 წელს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138116