ჩოგბურთი

18:40 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

როდიკი კორტს დაუბრუნდა

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი 32 წლის ამერიკელი ენდი როდიკი კორტს დაუბრუნდა. ატლანტას ტურნირის წყვილთა თანრიგში როდიკი-მარდი ფიშის დუეტმა ჯონათან მარეის და იენ-სუნ ლუს წყვილს 7:6, 6:4 მოუგო. შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.

მატჩის შემდეგ როდიკმა მცირე კომენტარი გააკეთა:

“როცა დიდი ხანია არ გითამაშია, არ იცი, რა გელოდება. ეს იყო შესანიშნავი. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან გამარჯვება გვინდოდა და მოვიგეთ კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ენდი როდიკმა 2012 წელს კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ერთეულთა თანრიგში როდიკმა ბოლო შეხვედრა 2012 წლის 5 სექტემბერს დელ პოტროს წინააღმდეგ ჩაატარა, მას შემდეგ ენდი დღევანდლამდე კორტზე არ გასულა. ენდის კარიერაში დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული (ამერიკის ღია პირველობა 2003 წელი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116863