თამაშგარე

10:10 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელის გუდვინი გააწიწმატეს

ინგლისელი ფეხბურთელის, ჯერმეინ პენანტის ცოლი, ცნობილი მოდელი, ელის გუდვინი ამასწინათ ძალიან გააწიწმატა ერთ-ერთი ბრიტანული ტელეშოუს წამყვანმა, რომელმაც მისი სილამაზის ბუნებრიობაში ეჭვი შეიტანა და მიიჩნია, რომ ელისის სიკისკისე პლასტიკური მედიცინის დამსახურებაა.

ასეთი დამოკიდებულებით შეურაცხყოფილი ელის გუდვინი აცხადებს, რომ მზადაა ყველა დაეჭვებული ადამიანი გამოიწვიოს და დაამტკიცოს, რომ მის ძუძუ-მკერდსა და ყელ-კისერს პლასტიკური ქირურგის მარჯვენა არ შეხებია. აბა როგორი მოსათმენია, ასეთი ცნობილი მოდელი იყო და მსგავს ბრალდებებს გიყენებდნენ...

მთავარი კი მაინც ისაა, რომ ამჟამად ინგლისის ”უიგანში” მოთამაშე პენანტი კმაყოფილია ცოლის გარეგნული იერსახით და არც იმაზე გამოუთქვამს პრეტენზია, ეს სილამაზე “შერემონტებული” თუ იქნება. ჰოდა, როგორც იმ ცნობილ ფილმშია, პატრონს უხარია და ჩვენ რა გვსჯის?!...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164932