რაგბი

23:50 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნების” ღია ვარჯიში

2015 წლის მსოფლიო თასამდე 50 დღით ადრე, “ბორჯღალოსნები“ ღია ვარჯიშს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართავენ, რომელიც ხვალ, 30 ივლისს, 17:15 საათზე დაიწყება.

ღია ვარჯიშზე ქომაგებისა და მედია საშუალებების წარმოადგენლებისთვის დასწრება თავისუფალია. ვარჯიშის დროს ფოტო-ვიდეო გადაღების დრო არ შეიზღუდება, თუმცა სინქრონების ჩაწერა 17 საათიდან, ვარჯიშის დაწყებამდე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები შევარდენზე ივნისის ბოლოს შეიკრიბა. მზადების ფარგლებში მორაგბეებმა 3 კვირიანი ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული შეკრება გაიარეს, რომლის შემდეგ ერთი კვირა დაისვენეს.

მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ფაზისათვის ნაკრები 27 ივლისს კვლავ შეიკრიბა. 5 აგვისტოს “ბორჯღალოსნები” პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მზადებას კრიოთერაპიის დახმარებით განაგრძობენ.

0.113193