ფეხბურთი

22:41 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “გადადგომის შესახებ არაფერი მითქვამს”

შოთა არველაძის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 42 წლის ქართველმა სპეციალისტმა უარყო. “ტრაბზონის” მთავარმა მწვრთნელმა haber61-თან საუბარში შემდეგი განცხადება გააკეთა:

“მე არაფერი მითქვამს გადადგომის შესახებ. კლუბთან ერთად მაკედონიაში ვიმყოფები და შემდეგი თამაშისთვის ვემზადები” – აღნიშნა ქართველმა მწვრთნელმა.

30 ივლისს ევროპა ლიგის პირველ მატჩში “რაბოტნიჩკი” საკუთარ მოედანზე “ტრაბზონს” უმასპინძლებს.

შეგახსენებთ შოთა არველაძის მთავარი მწვრთნელობისას “ტრაბზონმა” ორი მატჩი გამართა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე და ორივე შეხვედრა თურქული კლუბის გამარჯვებით დასრულდა.

0.115078