თამაშგარე

11:08 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული ბურთაობა ჯენასთან ერთად

ამ ფოტოებზე გამოფენილი სისხლის ამაჩქროლებელი ქალი, ამერიკელი პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონია, რომელიც თავის საქმეში იმდენად დიადი და პროფესიონალია, რომ საკმარისია მამაკაცი დაინახოს, მსწრაფლ გეტყვით, მას რა უდევს გულში და აქედან გამომდინარე, შემდეგ რას უპირებს.

როდესაც სექსი რუტინაა და ოდენ სამსახურია, ამ დროს დასვენებაც ხომ უნდა პატიოსანი შრომისგან დაღლილ ადამიანს? ამიტომ, ჯენა ჯეიმსონს თავისი ჰობიც აქვს _ ნამეტანი უყვარს ევროპული ფეხბურთი, ამერიკელები რატომღაც ”სოკერს” რომ ეძახიან. მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი კი ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედია”.

ქალბატონი ჯენა უკვე 41 წლისა მოყრილა და ასეთ მრავლისდამტევ ასაკში წესით ახვინტირიცება ნაკლებად უნდა ახასიათებდეს, მაგრამ მანჩესტერულ კლუბზე საუბრისას თურმე ისეთ ემოციებს აფრქვევს, მისი პროფესიის ქალისგანაც კი რომ ძნელი დასაჯერებელია. ემოციის გარეშე კი, ერთი წამიც ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა...

0.111558