ფეხბურთი

1:10 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” ჯონათასი დაიმატა

ფინანსური პრობლემების გამო ლიგა ადელანტეში დაქვეითებული “ელჩე” საუკეთესო ბომბარდირმა ჯონათასმა დატოვა და “რეალ სოსიედადში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან 2020 წლამდე კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის “ანოეტაზე” წარდგენა დღეს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდება. არაოფიციალური ცნობის მიხედვით, ბრაზილიელის სანაცვლოდ “ელჩემ” 5 მილიონი ფუნტი მიიღო.

ჯონათასი “ელჩეში” გასულ ზაფხულს “პესკარადან” გადავიდა და 36 ჩატარებულ შეხვედრაში 14 გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

თეგებიჯონათასი
0.110381