თამაშგარე

21:32 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის აფრიკული ქველმოქმედება

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი წინა კვირას მალავიში იმყოფებოდა. როჯერმა ქველმოქმედებისთვის 13,5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. ამ თანხით როჯერი მალაველი სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის 81 დაწესებულებას აშენებს.

ფედერერმა აღნიშნულ საქველმოქმედო პროექტზე მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო. ჩოგბურთელის მეშვეობით 30 000 მალაველი ბავშვი საჭირო განათლებას მიიღებს და მათი მომავალი ცხოვრება უფრო პერსპექტიული იქნება.

0.13074