სხვა

20:54 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მარცხით დაიწყო

თბილისში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები B ჯგუფის პირველ შეხვედრაში შვეიცარიელებს დაუპირისპიდა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. გარი თურქიას გუნდი მეტოქეს საშუალოდ, ორი ბურთით უგებდა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთის განმავლობაში შვეიცარიის ნაკრებმა უშეცდომოდ ითამაშა და პირველი ნახევარი ანგარიშით 11:9 მოიგო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადა, თუმცა შვეიცარიელები უშეცდომოდ მოქმედებდნენ და საბოლოოდ მატჩი ექვსი ბურთის სხვაობით 28:22 მოიგეს.

ამ დროისთვის B ჯგუფში შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს ორ-ორი ქულა აქვთ. შვეიცარიელები ჯგუფს ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით ლიდერობენ.
ქართველი ხელბურთელები მორიგ მატჩს ხვალ, 28 ივლისს, 16:00 საათზე ფრანგების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო შვეიცარიელები ამავე დღეს, 14:00 საათზე სლოვენიელებს დაუპირისპირდებიან.

http://tbilisi2015.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110911