სხვა

20:37 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა თურქეთის ელჩთან და სპორტის მინისტრის მოადგილესთან

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრმა -ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ 27 ივლისს სამინისტროში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ლევენთ გუმრუკჩუს და სპორტის მინისტრის მოადგილეს მეთილ იალმაზს უმასპინძლეს.

შეხვედრისას,ლევენთ გუმრუკჩუმ და მეთილ იალმაზმა დადებითად შეაფასეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ. სტუმრების მოწონება დაიმსახურა სამინისტროს მუზეუმმა. თურქეთის სპორტის მინისტრის მოადგილე მიზნად ისახავს ასეთივე მუზეუმის გახსნას .

მხარეებმა სპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები, როგორც სპორტული მიმართულებით ასევე ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების კუთხით.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის ლევენთ გუმრუკჩუს თქმით, ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია: „13 ივნისის სტიქიის შემდეგ ეს ყოველივე მნიშვნელოვნად გააძლიერებს ერს, თამაშების შემდგომ დედაქალაქს ახალი სპორტული გარემო და ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა დარჩება".

თურქეთის მინისტრის მოადგილე მეთილ იალმაზი საქართველოს პირველად გუშინ ეწვია და ძალიან მოხარულია თბილისში ვიზიტით. „აღფრთოვანებული ვარ გუშინდელი დღით. ძალიან რთულია ამხელა ცერემონიალის ასე ლამაზად გახსნა" - განაცხადა მეთილ იალმაზმა.

http://msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12045