სხვა

20:19 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა საქართველოს სძლია

თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის A ჯგუფის მეორე შეხვედრაში, პოლონეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველი და მეორე სეტი დაძაბულად მიმდინარობდა, რომელებშიც პოლონელებმა ორ-ორ ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშით 25-23 27-25 გაიმარჯვეს. მესამე სეტში პოლონეთის ნაკრები ლიდერობდა და მეტოქეს 12 ქულიანი უპირატესობით სძლია.

პოლონელ ფრენბურთელთაგან თავი კაპიტანმა, ჯაკუბ კოჩანოვსკმა გამოიჩინა,რომელმაც 18 ქულა დააგროვა. საქართველოს ეროვნული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ზურაბ ხუციშვილი იყო, რომელმაც გუნდს 17 ქულა მოუტანა.

,,მართალია გამარჯვებას ველოდით, მაგრამ მეტოქის გულშემატკივართა მხრიდან დიდი ზეწოლა იყო. საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა. შემდეგი მატჩი რუსეთთან გვაქ და იმდია გავიმარჯვებთ,’’ განაცხადა პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა ჯაკუბ კოჩანოვსკიმ.

B ჯგუფის შემდეგი შეხვედრა იტალიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის 27 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. პოლონელი ფრენბურთელები 28 ივლისს 19:00 საათზე ჩეხეთის ეროვნულ გუნდს, ხოლო ქართველები 28 ივლისს 16:30 საათზე ბულგარეთის ნაკრებს შეხვდებიან.

პოლონეთის ნაკრებმა, რომელიც უტრეხის 2013 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანია, თბილისი 2015-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

http://tbilisi2015.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103019