ჩოგბურთი

19:13 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელების მორიგი წარმატება

თბილისი 2015-ის ჩოგბურთელ გოგონათა ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ანა შანიძემ ებრაელი ლინა გლუშკო მშრალი ანგარიშით 6:0 6:0 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა. მეთხუთმეტე ნომრად განთესილი ქართველი ფავორიტის უპირატესობა მატჩის დასაწყისიდანვე აშკარა იყო. შანიძემ მეტოქეს შანსი არც ერთ სეტში არ დაუტოვა.

მეორე წრეში ქართველი ფავორიტი ფინელ ბეა კივიკოსკისა და ბერძენ ნატალია ნიკოლოპოულოუს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ასპარეზობაძალიან საპასუხისმგებლოა. მიხარია რომ მესამე ქართველი ვარ ვინც დღეს მეორე წრეში გადავიდა,“ განაცხადა ანა შანიძე.

მთავარი კორტის პარალელურად თამაშები სხვა კორტებზეც გრძელდება. ამ დროისთვის პირველ კორტზე ბულგარელმა გერგანა ტოპალოვამ ესტონელი მაილენ ნუუდი ანგარიშით 6:2 7:5 დაამარცხა.

მეორე კორტზე რუსმა სავრიან დანილოვმა სლოვაკ დავიდ ჩერნის სამ სეტში 6:1 4:6 6:0 სძლია. მათ შემდეგ კი ავსტრიელმა არაბელა კოლერმა კოსოვოელი სტინა მორინა მშრალი ანგარიშით 6:0 6:0 დაამარცხა. ხორვატმა კარლო სუევიჩმა ავსტრიელ სტეფან უინგერს ანგარიშით 6:1 6:2 სძლია.

მესამე კორტზე გერმანელმა დენის კანტოსმა ფინელი ალექსანდრ ანტილა დიდი უპირატესობით 6:1 6:1 დაამარცხა.

მეხუთე კორტზე ჩეხმა კაროლინა ბერანკოვამ სომეხ ტატევიკ ჟალატიანს მშრალი ანგარიშით 6:0 6:0 სძლია. ამავე კორტზე გერმანელმა ნიკოლაუს პენსკოფერმა სან-მარინოელ ტომაზო სიმონჩინს ანგარიშით 6:2 6:4 მოუგო.

მეექვსე კორტზე სლოვენიელმა კაია ჯუვანმა უნგრელ ესტერ სპედერს ანგარიშით 6:4 6:0 მოუგო. ბრიტანელმა მარტინ ჰუდმა კი ბერძენ აიტორ ზერდილას ანგარიშით 6:4 6:1 სძლია.

მეშვიდე კორტზე შვედმა ნილ ანტონ ორნბერგმა შვეიცარიელი მარკუს აარონ შმიდი 6:3 7:6 დაამარცხა.

მერვე კორტზე შვეიცარიელმა კატერინა კუენგმა ბრიტანელ კლარა ალენს 3:6 6:3 7:5 მოუგო.

www.tbilisi2015.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117799