ჩოგბურთი

18:41 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მსოფლიოს 90-ე ჩოგბურთელია

დღეს ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგი გამოქვეყნდა. სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი, 23 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 542 ქულით 90-ე პოზიციაზე იმყოფება. ბასილაშვილი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს 90 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის არასოდეს ყოფილა.

28 ივლისს ბასილაშვილი იტალიაში “ბიელას” ჩელენჯერის ტურნირში (საპრიზო ფონდი 42 500 დოლარი) იასპარეზებს. ჩვენებური აღნიშნულ ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი. პირველ ტურში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 853-ე ნომერი პორტუგალიელი პედრო სოუზა იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკოლოზმა ჰოლანდიაში “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო, სადაც 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

0.114921