ფეხბურთი

18:22 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ვერდერმა" პაპუნაშვილი წარადგინა

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ ბრემენის "ვერდერის" 23 წლამდე გუნდის ფეხბურთელია. ამის შესახებ "მუსიკოსთა" ვებგვერდი იუწყება. 19 წლის შემტევი "ვერდერში" დამდეგ სეზონს იჯარის წესით გაატარებს, ხოლო იმედების გამართლების შემთხვევაში გერმანული გუნდი მას გამოისყიდის.

"იგი 19 წლის, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა საერთაშორისო გამოდილება უკვე გააჩნია, რადგან ევროპა ლიგაზე და თავისი ქვეყნის ნაკრებში უთამაშია. მისი შემტევი პოტენციალი ძალიან დიდია და ჩვენს გუნდს გააძლიერებს", - თქვა "ვერდერის" 23 წლამდე გუნდის სპორტულმა დირექტორმა ტიმ ბოროვსკიმ.

გიორგი პაპუნაშვილმა გასულ სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი დებიუტი გიბრალტარის ნაკრებთან ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114151