ფეხბურთი

17:28 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტია იმედიანადაა

უკრაინის პრემირლიგის ბინადარ "ზორიას" ქართველმა თავდამსხმელმა ჯაბა ლიპარტიამ ტელეარხ "ფუტბოლ 24"-თან საუბარში თავისი გუნდის მომავალი მეტოქის "შარლერუას" შესახებ ისაუბრა. ჯაბას თქმით, ბელგიური კლუბი ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა ისინი წარმატებისთვის ყველაფერს გაიღებენ.

"ჩვენ კარგი შეკრება გავიარეთ და ამ მატჩისთვის მზად ვართ. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მათი თამაში ჯერ არ გაგვირჩევია, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელებმა უკვე ვნახეთ "შარლერუას" თამაშები. ბელგიელები განსაკუთრებულად სახიფათონი შეტევაში არიან, რადგან ძლიერი თავდამსხმელები ჰყავთ.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბელგიაში გოლი არ გავუშვათ, მაგრამ თუ გატანასაც მოვახერხებთ შესანიშნავი იქნება." - განუცხადა ქართველმა შემტევმა უკრაინულ ტელეკომპანიას.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, "შარლერუასა" და "ზორიას" შორის 30 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113665