ჩოგბურთი

16:13 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ნიკოლოზ დავლიანიძე მეორე წრეში გავიდა

„თბილისი 2015“-ის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ დავლიანიძემ უნგრელი მატე ვოროში 2 სეტში ანგარიშით 6:4 6:3 დაამარცხა.
პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. დავლიანიძის გამარჯვება მის მიერ მეათე გეიმში გაკეთებულმა ბრეიკმა განაპირობა. მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა ფავორტიმა უპირატესობა მეორე სეტშიც შეინარჩუნა, რომელიც მისთვის უფრო ადვილად წარიმართა.

,,მატე ვოროშთან ნახევარი წლის წინაც მომიწია თამაში და მოვუგე. ვფიქრობ რომ ეს გამარჯვება სრულიად ლოგიკური იყო“, განაცხადა ნიკოლოზ დავლიანიძემ

მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ მარტინ ჰუდს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში ბერძენი აიტორ ზერდილასი ანგარიშით 6:4 6:1 დაამარცხა.

www.tbilisi2015.com

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115066