თამაშგარე

12:39 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პროფესიულ კრივსა და ლამაზმანებს აშორიშორებენ

ადრე უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ქალთა უფლებადამცველები ამერიკის შეერთებულ შტატებში და არამხოლოდ იქ, მთელის მონდომებითა და იოგების წყვეტით აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ პროფესიული კრივის შეხვედრების მიმდინარეობისას რაუნდებს შორის რაუნდის აღმნიშვნელი დაფა გამომწვევად ჩაცმულ კეკლუც ასულებს გამოაქვთ.

ქალთა უფლებადამცველების აზრით, ესაა ქალის, როგორც ნივთის გამოყენების მცდელობა და ეს სექსისტური მიდგომები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ახლა უკვე საქმე იქამდე მივიდა, რომ უფლებადამცველებმა აღნიშნული მიდგომების შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში საქმე სასამართლომდე მიიყვანეს და შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც რაუნდებს შორის ლამაზ გოგონათა ნაცვლად მუტრუკი ჯეელები ჩაივლიან.

ყველაფერი რასაკვირველია გემოვნების საკითხია და ვის მუტრუკი მოიეწონება და ვის ლამაზმანი _ რა ჩვენი საქმეა, მაგრამ თუკი თავად გოგონა არ აპროტესტებს და პირიქით, შეიძლება მოსწონს კიდეც აღნიშნული სამსახური, ვითომ სწორია მას ის ავუკრძალოთ რაც ასე კარგად გამოსდის?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131815