თამაშგარე

11:05 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თვალებკრიალა ლეტიცია ზულოაგა

შუა საუკუნეებში ესპანეთის მეფის ტახტისთვის მთავრები უფრო ნაკლები მონდომებითა და გაბოროტებით იბრძოდნენ, ვიდრე დღეს ესპანელი ლამაზ-ლამაზი მოდელები, მათი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თილისმის სახელისა და ამ სახელის თანმდევი დიდების მოსახვეჭად იბრძვიან.

ესპანეთის ნაკრების სახედ და სამშობლოს ცრემლით გულდათუთქულად სხვა მრავალთან ერთად, ბოლო დროს ცნობილი ესპანელი მოდელი, ლეტიცია ზულოაგაც დებს თავს და თუკი სადმე რაიმე სამართალი არსებობს, ამ რიწის ტბასავით თვალებკრიალა ქალს კი უნდა ჰქონდეს პირველობისათვის ბრძოლის უფლება.

ლეტიცია ზულოაგა თავის ხელობაშიც წარმატებული ქალია და მისი სამოსელშემოძარცვული სხეული ევროპის არაერთი ფერადი ჟურნალის გვერდებსა თუ ყდებზე უნახავთ, რაც ესოდენ კონკურენტულ გარემოში სულაც არაა ხელწამოსაკრავი მიღწევა. გარეგნობა კი ისეთი აქვს, საათნოვა საფლავიდან იძახის - ამომიშვით, ამ ქალზე ლექსი უნდა დავწეროო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140291