ფეხბურთი

0:13 | 26.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთის” გამარჯვება თურქულ შეკრებაზე

თურქულ შეკრებაზე ფოთის “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩში 1:0 დაამარცხა აზერბაიჯანული “ზირე”. ქართული კლუბის პრესსამსახურის ცნობით ერთადერთი გოლი მატჩის 48-ე წუთზე ამბერკ ინჯიბაშვილმა გაიტანა, რომელიც კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.

სასტარტო შემადგენლობა: ძაგანია, ქებურია, თევზაძე, აფხაზავა, ლ.კაკულია, გოგონაია, გურეშიძე, კოშკაძე, ჯიშკარიანი, კალაჯიშვილი, კვარაცხელია

“კოლხეთმა” მეორე ტაიმში განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა: ძაგანია, კილასონია, ბარამიძე, ჩაკვეტაძე, ლომონჯავა, თ.კაკულია, პოლულიახი, სიჭინავა, ინჯიბაშვილი, გოროზია, კუხალეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173203