ფეხბურთი

13:10 | 24.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძის მეორე გამარჯვება (+VIDEO)

შოთა არველაძის “ტრაბზონმა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “დიფერდანჟი” სტუმრად 2:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში ლუქსემბურგის გუნდს 3:1 სძლია.

“მეორე მატჩი უფრო გაგვიადვილდა. ეტაპობრივად გუნდის თამაში ვითარდება და ფეხბურთელები ფორმაში შედიან. მომდევნო მატჩისთვის “ტრაბზონი” კიდევ უფრო კარგად ითამაშებს”, – განაცხადა არველაძემ მატჩის შემდეგ.

შოთას და მისი თანაშემწის გიორგი დევდარიანის თურქულ გუნდში მისვლის შემდეგ, “ტრაბზონმა” ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. თურქული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიურ “რაბოტნიჩკის” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136448